აღწერა
CCS2-დან GB/T-ზე გადამყვანი თავსებადია ყველა ელექტრომობილზე (გარდა Volkswagen ID სერიისა) და Green Charge -ის EV სწრაფ დამტენებთან ჩვენი რუკა.
დატენვის დრო დამოკიდებულია ავტომობილზე, EV დამტენის მიერ სიმძლავრის მიწოდებაზე, ასევე გავლენა შეიძლება იქონიოს სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის ელექტრომობილის ელემენტის მდგომარეობამ, ტემპერატურამ და სხვა. ყველა ელექტრომობილის დატენვის დრო შეიძლება იყოს განსხვავებული.
როგორ გამოვიყენოთ გადამყვანი
- იხილეთ ჩვენი ინსტრუქცია როგორ დავტენო ელექტრომობილი Green Charge-ის დამტენის გამოყენებით
- შეაერთეთ გადამყვანი დამტენი სადგურის კაბელის CCS2 პორტზე და გადაამოწმეთ რომ კარგად ჩაჯდეს შეერთების ადგილზე
- შეაერთეთ გადამყვანის GB/T პორტი თქვენი ელექტრომობილის GB/T პორტში, დააჭირეთ POWER ღილაკს ადაპტერზე და სანამ შუქი ციმციმებს ადაპტერზე, დაუყოვნებლივ დაიწყეთ დატენვა EV დამტენით
- დატენვის დასრულების შემდეგ გამორთეთ EV დამტენის პორტი ადაპტერიდან და დააბრუნეთ თავის ადგილას დამტენში და ამის შემდეგ გამოაერთეთ გადამყვანი ავტომობილიდან.
