როგორ დავტენოთ ელექტრომობილი?
ელექტრომობილის დატენვა შეგიძლიათ 2 მეთოდით:
- მობილური აპლიკაციით
- RFID ბარათით
RFID ბარათის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდით
მეთოდი #1 - დატენეთ აპლიკაციით

- გააჩერეთ ელექტრომობილი დამტენთან არსებულ მწვანე საპარკინგე ზოლში, აირჩიეთ შესაბამისი დამტენის პორტი და შეუერთეთ ელექტრომობილს.
- გადმოწერეთ GREEN CHARGE -ის აპლიკაცია, დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია.
-
ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად, აირჩიეთ მარჯვენა ქვედა კუთხეში Top up
ღილაკი. შეიყვანეთ სასურველი თანხა, აირჩიეთ გადახდის მეთოდი და დაასრულეთ გადახდა.
-
აპლიკაციაში დააკლიკეთ Charge
ღილაკს, Ჩაწერეთ შეერთებული დამტენის პორტის საიდენტიფიკაციო ნომერი (eg F####) აირჩიეთ სასურველი დრო ან პროცენტი და დააკლიკეთ START CHARGING
- დატენვის დასრულების შემდეგ გამოაერთეთ პორტი ელექტრომობილიდან და დააბრუნეთ დამტენში.
მეთოდი #2 - დატენეთ RFID ბარათით

- გააჩერეთ ელექტრომობილი დამტენთან არსებულ მწვანე საპარკინგე ზოლში, აირჩიეთ შესაბამისი დამტენის პორტი და შეუერთეთ ელექტრომობილს.
-
დააფიქსირეთ ბარათი ეკრანის ქვეშ არსებულ ნიშნულზე
- ეკრანის ქვეშ არსებული ღილაკით აირჩიეთ სასურველი დამტენის პორტი, დატენვის დრო ან პროცენტი (აუცილებელია მობილურ აპლიკაციაში თქვენს ბალანსზე იყოს დარიცხული თანხა).
- დატენვის დასრულების შემდეგ გამოაერთეთ პორტი ელექტრომობილიდან და დააბრუნეთ დამტენში.